პლატფორმა InvestMe-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში. სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას. მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის ფართო სოციალური პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე (მაგ: სიღარიბის დაძლევა, სასიცოცხლო რესურსებზე წვდომა, ტრადიციული კულტურის გადარჩენა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, და სხვა). ვინაიდან, სოციალური მეწარმე ატარებს სოციალურ მისიას, გლობალურ სახალხო დაფინანსების პლატფორმებზე ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ დაფინანსების კუთხით.

  • მაგალითად, კომპანია „Bangura Bags“:  სოციალური საწარმო ევროპელმა ახალგაზრდამ დააფუძნა აფრიკაში, სიერა ლიონეში. იგი აწაროებს ხელნაკეთ ჩანთებს, ასაქმებს ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას, რაც ადგილობრივი თემის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებს ადგილობრივ საავადმყოფოს. საწარმო პროდუქტის შესაქმნელად იყენებს მეორად მასალებს, რითაც ატარებს გარემოს დაცვის მისიასაც. აღნიშნული ჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ევროპაში.

 

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია